დღეს, 30 ივნისს, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდება.
"თელასის" ქვესადგურში `დიღომი-35" სარემონტო სამუშაოების გამო 30 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14 კმ-ის, ბელიაშვილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აგრარული უნივერსიტეტის საცდელი მეურნეობის დასახლების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.