ბაზალეთის ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი წყალში ნასვამ მდგომარეობაში ბავშვის გადასარჩენად შევიდა, რომელიც ტბაში მამასთან ერთად წყლის ველოსიპედით იყო შესული.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოს სამაშველო სამსახური აწარმოებს.