ხვალ, 30 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მასმედიის წარმომადგენლებისთვის უფასო დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ჩაატარებს (ჯ. კახიძის ქ. 15).
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "წითელი ჯვრიდან" აცნობეს, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ჩაიტარონ უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს ექოსკოპიურ გამოკვლევებს, გულის კარდიოგრამას, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრას და თერაპევტის კონსულტაციას.
გარდა ამისა, ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი და წყალდიდობების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მიმდინარე საქმიანობებსის შესახებ ბრიფინგს გამართავს.
ღონისძიება ჩატარდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათავო ოფისში.