მამობის მეორე პრეტენდენტს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სამოქალაქო კოდექსში", რომელსაც ახალი ნორმა ემატება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის თაობაზე შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის შესახებ.
ბავშვის მამობის დადგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება (წარედგინება) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოს და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის ორგანოს ჩანაწერებში ბავშვის მამის თაობაზე მიეთითება შესაბამისი მონაცემი.