ხვალ, 30 ივნისს, მთაწმინდის პარკის გმირის, დევი ბომბორას იუბილესთან დაკავშირებით ბავშვებისათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მთაწმინდის პარკში ბავშვებს დევი ბომბორა და სხვა მათი საყვარელი ზღაპრისა და მულტფილმის გმირები ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან, გაიჭრება სადღესასწაულო ტორტი.
საღამოს მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება კონცერტი, სადაც ბავშვებს გაართობენ „მულტი-პულტის სამყაროს" გმირები, საბავშვო ანსამბლი „ბზიკების სტუდია" და ანსამბლი „1, 2, 3".
მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ბავშვებს კიდევ უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.