საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტარციულ კორპუსში (კოსტავას №77) ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გახსნეს.
ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.