ხვალ, 30 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
4 და 5 ივლისს გამოცდა ზოგად უნარებში ჩატარდება.
სხვა საგნებში გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
6 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა);
7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
11 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
14 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
15 ივლისი (პირველი სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
20 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
21 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
პირველი სესიისათვის რეგისტრაცია იწყება 08:00 საათზე, გამოცდა 09:00 საათზე; მეორე სესიისათვის რეგისტრაცია-14:00 საათზე, გამოცდა -15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში, სამინისტროს ინფორმაციით, აღარ დაიშვება.
დღეიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი ამოქმედდება. ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს მოემსახურება და მათთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს. ყველა საგამოცდო ცენტრში სამედიცინო პუნქტი განთავსდება, აქვე სასწრაფო დახმარების მანქანაც იმორიგევებს.