საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების 231 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით, "წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების" ქვეპროგრამას უკვე მეორე წელია ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი გაიცემა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები "ეროვნული სასწავლო გეგმით" რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.