ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში 36 წლის მამაკაცი, რომელიც ნაკვეთში საქონლისთვის ბალახს აგროვებდა, გველმა დაკბინა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც ექიმები აცხადებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს რეანომობილით თბილისში გადმოიყვანენ.