იაშვილის სახელობის კლინიკაში 11 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში გუშინ, დღის მეორე ნახევარში, თირკმლის მწვავე უკმარისობით მიიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში დაიღუპა.
არსებობს ეჭვი, რომ მოზარდი ევროპაში გავრცელებული „ე-კოლის" ვირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა ეს ვარაუდი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. შესაბამისი სინჯი უკვე აღებულია.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის სხეულში „ე-კოლის" ინფექციის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ევროპაში გავრცელებული ვირუსით საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევა.