Google-მა საკუთარი სოციალური ქსელი Google+ გაუშვა. კომპანიამ საკუთარ ბლოგში განაცხადა, რომ ახალ ქსელში არ იქნება მეგობრების ერთიანი სია. კონტაქტები გარკვეული „წრეებით" შეიქმნება, მაგალითად - ოჯახი, კოლეგები, თანაკლასელები. არსებობს ყველა მომხმარებლისთვის, რომლების ერთ „წრეში" არიან, შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია.
სიცოალურ ქსელს აქვს ვიდეოჩათი, რომელშიც ურთიერთობა ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელს შეეძლება.
Google+ ის მომხმარებელს რეგისტრაციისას შეუძლია მიანიშნოს საკუთარი ინტერესები, რის შემდეგაც იგი მიიღებს შესაბამის შეტყობინებებს მისთვის საინტერესეო თემებთან დაკავშრებით.
ჯერ-ჯერობით Google+ მუშაობს ბეტა ვერსიის რეჟიმში. სერვისი ხელმისაწვდომია 40 ენაზე.
Google+ კომპანიის პირველი „სოციალური" პროექტია.