დღეს, 19 ოქტომბერს, მოსკოვში რუსეთი და სეპარატისტული აფხაზეთი უკანონო მიგრაციასთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ.
რუსული სააგენტოების ცნობით, შეთანხმება საემიგრაციო კონტოლის ორგანიზებასა და საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი პირების დადგენაში მხარეების თანამშრომლობის ფორმებსა და მექანიზმებს განსაზღვრავს.
რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების რეალიზება რუსეთისა და სოხუმის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობას და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.