15 წლის მოზარდის მიერ გარუჯვის მცდელობა დამწვრობით დასრულდა.
ქეთევან მარტიაშვილმა სხეულზე კანის ფერის შეცვლის უჩვეულო მეთოდი გამოიყენა - ლეღვის ფოთლების ნახარში გადაივლო და საკუთარ აივანზე გარუჯვას ამ ფორმით შეეცადა.
შედეგად მან სხეულის 65 %-იანი დამწვრობა მიიღო. ქეთევან მარტიაშვილს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმების განცხადებით, პაციენტი ანემიურ შოკში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.