დღეს, 29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", საქართველოში ცოფის პრევენციის, სურსათის უვნებლობის და სამზარეულოს ჰიგიენის თემებზე, სემინარი გაიმართება.
სემინარის ორგანიზატორია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.
სემინარი ტარდება ცოფის პრევენციის, სურსათის უვნებლობის და სამზარეულოს ჰიგიენის ხელშემწყობი ქცევის პროპაგანდისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში. კამპანიის ფარგლებში განხორციელდა სოციალური სარეკლამო სატელევიზიო და რადიო კლიპების, პოლიგრაფიული მასალების მომზადება-გავრცელება.
„მიუხედავად იმისა, რომ ცოფის პრევენციის და სამზარეულოს ჰიგენასთან დაკავშირებულ საკითხები, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ერთმანეთისგან საერთო არ აქვთ, ორივე შემთხვევაში საუბარი დაავადებებზე, რომელთა მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მოსახლეობა იქნება ინფორმირებული და დაიცავს სათანადო ნორმებს. სწორედ ამიტომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა საინფორმაციო კამპანიას. ორივე მიმართულებით სადღეისოდ არსებული სტატისტკა საგანგაშოა. იმედი გვაქვს ჩვენი საინფორმაციო კამპანია მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობა გახდება", - აცხადებს პროექტის მენეჯერის ანა არჩვაძე.