"თელასის" ქვესადგურში "ავლაბარი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 29 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), მთისძირის, ტყვიშის, წინანდლის, ავლაბრის, აწყურის, მთავარანგელოზის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.