რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გროგორი კარასინი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარტს თომას ჰამარბერგს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჰამარბერგი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, კარასინმა და ჰამარბერგმა შეხვედრისას საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო ჰამარბერგის მიერ ახლახანს ე.წ. სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ ვიზიტსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნას კავკასიის რეგიონში.
"მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უპირველეს ყოფლისა ამ რეგიონში ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გადაწყვეტის აუცილელობაზე, რაშიც მხარეთა შორის ნდობის აღდენა და ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებული მოქალაქეების გაცვლა შედის",_ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, რუსული მხრიდან ყურადღება გამახვილდა ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კონკრეტულად ლატვიასა და ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე.