ხაშურის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. აქციაში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატიც (UNHCR) ჩაერთო.
28 ივნისს ორგანიზაცია ხაშურის, სურამის და ჩუმათელეთის დაზარალებულ მოსახლეობას დასაკეც საწოლებს, ზეწრებს, ბალიშებს,სამზარეულოს ნაკრებებს და სხვა საჭირო ნივთებს ჩაუტანს.
ხაშურში ჩასვლას გეგმავს მისიის ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენიც, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორთან ზურაბ არსოშვილთან ერთად დაზარალებულ მოსახლეობას საოჯახო ნივთებს პირადად გადასცემს