ბილაინი მომხმარებელს ახალ ყველაზე ხელმისაწვდომ მობილურ ტელეფონს ONE Touch- 799 სთავაზობს.
ALCATELI ONE Touch- 799 მოდელის ტელეფონი, Qwerty კლავიატურით აღჭურვილი, თეთრ და ნაცრისფერ ფერში არის წარმოდგენილი, ფერადეკრანიანია.
აღწურვილია 2 მეგაპიქსელიანი კამერით, ვებ კამერით, MP3 პლეიერით , რადიო , მაღვიძარა , Opera Mini 4 ბრაუზერით, Facebook-ის და Twitter-ის აპლიკაციებით.
ტელეფონის საცალო ღირებულებაა 130 ლარი, მისი შეძენა მხოლოდ ბილაინის აბონენტთა მომსახურების და სადილერო ოფისებშია შესაძლებელი.
მობილური ტელეფონი მხოლოდ ბილაინის ქსელში მუშაობს.
მობილური ოპერატორის ინფორმაციით, ეს ტელეფონები, ექსკლუზიურად ბილაინის აბონენტებისათვის წარმოდგენილი ტელეფონების ხაზიდან მეორე მოდელია.
წლის დასაწყისში ბილაინმა ბაზარზე შემოიტანა ქალებისთვის განკუთვნილი "უნიქალური " ტელეფონები, რომელმაც განსაკუთრებული მოთხოვნა გამოიწვია სატელეფონო ბაზარზე.
"შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ბილინმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ფრანგული სატელეკომუნიკაციო სივრცის გიგანტ Alcatel -თან. შეთანხმების ფარგლებში იგეგმება ტელეფონების ფართო ასორტიმენტის შეთავაზება ჩვენი აბონენტებისათვის. რაც მთავარია ყველა შეთავაზებული მოდელის ღირებულება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სხვა ტელეფონების ფასს, თუმცა ხარისხი განსაკუთრებით მაღალია"- განაცხადა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.