სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასზე დანამატების გაცემის წესი ზუსტდება.
მინისტრის ბრძანების აქამდე არსებულ რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ პედაგოგი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.
მინისტრის ბრძანებაში ცვლილებით კი ზუსტდება, რომ პედაგოგს დანამატი მაშინ მიეცემა, თუ წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას და აქვს სრული ან სრულზე მეტი დატვირთვა. დანამატი ყოველთვიურად კვლავ 75 ლარს შეადგენს.