ბათუმში, ახალი ბულვარის სანაპიროზე, ჩინური რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაახლოებით ღამის თერთმეტი საათისთვის ტალღამ 17 წლის შმაგი შენგელია ზღვაში ჩაითრია, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ნათესავების თქმით, ყვლაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მისი შველა ვერც კი მოასწრეს. ადგილზე მობილიზებული იყო ე სამაშველო სამსახური, თუმცა შტორმის გამო მაშველები ზღვაში შესვლას ვერ ახერხებენ.
როგორც სამაშველოს სამსახურის უფროსი აცხადებს, სამძებრო სამუშაოები ზღვის დაწყნარებისთანავე დაიწყება. დაღუპულის ოჯახის წევრები კომენტარზე უარს ამბობენ.
17 წლის შმაგი შენგელია 15 წლამდე ბათუმში ცხოვრობდა, ბოლო ორი წელი კი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. ამჯერად ბათუმში ნათესავებთან დასასვენებლად ჩამოვიდა