ამიერიდან ხანძართან ბრძოლა `ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის~ ადმინისტრაციას შიშველი ხელებით აღარ მოუწევს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, `ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის" ადმინისტრაციამ 2 ერთეული კვადროციკლი მიიღო, რითაც ის შესაძლო ხანძრებთან განმკლავებას ლოკალურად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ივლისი-აგვისტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარსაშიში პერიოდია.
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული `საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტყის ეკოსისტემის აღდგენის" პროექტის ქვეკომპონენტს წარმოადგენს `ტყის დაცვა~. აღნიშნული ქვეკომპონენტის მიზანია ტყეების დაცვა ხანძრებისგან, მათი
პრევენცია და ხანძრების ლიკვიდაცია. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 15 000 აშშ დოლარად `ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი~-ს ადმინისტრაციისთვის შეძენილი იქნა 2 ერთეული კვადროციკლი, რომელიც გამოყენებული ხანძრის ლიკვიდაციისათვის.