საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებულ მოქალაქეებს მადლობას უხდის.
"პრაქტიკულად დასრულდა ძალიან რთული სამუშაოები. რიკოთის უღელტეხილზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო. მინდა პრეზიდენტის სახელით მალდობა გადავუხადო ასეულობით ადამიანს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამუშაოების შესრულებაში. ეს სამუშაოები ბოლო 10 დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა," - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის სპესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი სამუშაოები.
"სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ინფრასტრუქტურა არ იქნება საფუძლიანად დასრულებული და მოწესრიგებული," - დასძინა მანჯგალაძემ.