კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ისინი უწყების ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდნენ.
ინციდენტი სოფელ პატარძეულთან წუხელ მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და „ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.
„ტოიოტაში" მყოფი ოთხი ადამიანიდან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ის საგარეჯოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.