საქართველო ტრეფიკინგის მდგომარეობის მიხედვით იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სავალდებულო სტანდარტებს წარმატებით ასრულებენ.
ანგარიში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, იდეალური მდგომარეობა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, თუმცა პირველ კატეგორიაში, რომელშიც საქართველო მოხვდა, ის სახელმწიფოებია თავმოყრილი, სადაც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. საქართველოსთან ერთად პირველ კალათში შედიან თავად აშშ, კანადა, ბრიტანეთი და ევროპის უმეტესი სახელმწიფოები.
მესამე კატეგორტიაში ის ქვეყნები მოხვდნენ, სადაც ყველაზე ცუდი მდგომარეობაა. ასეთ სახელმწიფოებად დასახელებილია ალჟირი, ქუვეითი, თურქმენეთი და სხვები.
რუსეთი და უკრაინა 2011 წლის ანგარიშის მიხედვით მეორე კატეგორიაში გადანაწილდნენ.