კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ინციდენტი სოფელ პატარძეულთან წუხელ მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და „ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.
„ტოიოტაში" მყოფი ოთხი ადამიანიდან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ის საგარეჯოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.