გველმა 10 წლის გოგონა დაკბინა.
ინციდენტი სამგორის რაიონში მოხდა. ლალი სუბელიანი ქაიორის ქუჩაზე სტუმრად იმყოფებოდა. გველმა მას ლიანდაგზე გადასვლის დროს უკბინა.
ბავშვი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაკვირვების მიზნით პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.