28 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნატოს გენერალური მდივნი და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები მიიღებენ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვიზიტის ფარგლებში ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ნატოში ლიტვის ელჩს, ლინას ლინკევიჩიუსს დააჯილდოებს.