"თელასის" ქვესადგურში "ავლაბარი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 28 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ამირეჯიბის, ანდღულაძის, ბაბისხევის, წინანდლის, ბუშის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 29 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), მთისძირის, ტყვიშის, წინანდლის, ავლაბრის, აწყურის, მთავარანგელოზის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.