საბერძნეთში ქვეყნის ბიუჯეტის შემცირებით უკმაყოფილო დემონსტრანტებმა აკროპოლისი შტურმით აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
დემონსტრანტებმა ისტორიული კომპლექსის წინ გაიტანეს ბანერები, წარწერით - "ხელისუფლება მშრომელებს".
ორგანიზაცია "მუშათა ბრძოლის ფრონტის" წარმომადგენლები მოუწოდებენ ყველა დასაქმებულს, ახალგაზრდებს, ქალებს, შეუერთდნენ მათ ამბოხებას.
გარდა ამისა, საბერძნეთის პროფკავშირები 28 ივნისს 48-საათიან საყოველთაო გაფიცვას აწყობს, რომელიც საბერძნეთის 65 ქალაქში გაიმართება.
ამასობაში, ბერძენი პოლიტიკოსები ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას განიხილავენ, რომლის ძირითადი პირობა ბიუჯეტის ხარჯების 28 მილიარდი დოლარით შეცირებაა.
ქვეყანაში დამატებითი გადასახადების შემოღება და ხელფასების შემცირება იგეგმება.