პოლონეთში საქართველოს საელჩო ქართველი ლტოლვილების მიერ მატარებლის გატაცების შესახებ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველებმა პოლონეთის ლტოლვილთა ბანაკი მიატოვეს და გერმანიაში გადასვლას მართლაც ცდილობდნენ, თუმცა მათი დაკავების მიზეზი არა მატარებლის გატაცება, არამედ ბილეთების და საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციის არ ქონდა გახდა.
პოლონური მხარის ცნობით, გერმანია-პოლონეთის საზღვარზე, ზგოჟელეცში ინციდენტი უკვე ამოწურულია. დაკავებულ ქართველებს ბრალად პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ. მათ საქართველოში დეპორტაცია ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში 200-ზე მეტმა დევნილმა მატარებელი გაიტაცა, რომლითაც ისინი სტრასბურგში ჩასვლას გეგმავდნენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მატარებელი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებმა გაიტაცეს. დევნილების მიერ გატაცებული მატარებელი პოლონეთისა და გერმანიის საზღვრამდე მივიდა.