სს `თელასმა" საქართველოს ვეტერან ენერგეტიკოსებთან საიუბილეო შეხვედრა მოაწყო.
დამსახურებულ ენერგეტიკოსებს 70 75 და 80 წლის იუბილე "თელასის" და ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
დამსახურებულ რვა ენერგეტიკოსთაგან, სამი "თელასის" ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია- თეიმურაზ კახიძე, ვილენ ადეიშვილი და ჯემალ ბიბილეიშვილი. იუბილარებს ფასიანი საჩუქრები გადაეცა. აგრეთვე მათთვის შედგა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი და ბანკეტი. ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიება `თელასის" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოს ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირისთვის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება სს "თელასმა" 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსების თანადგომის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის ინიციატივას კომპანია `თელასი" ენერგეტიკულ კომპანიებს შორის პირველი გამოეხმაურა.
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში კომპანიამ კავშირის წევრებს 15000 ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხა სოციალურად შეჭირვებული ვეტერანების ფინანსურ და სოციალურ თანადგომას მოხმარდება. ამასთანავე, კომპანია ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირს ყოველთვიურად 600 ლარით ეხმარება.