ჰოლივუდის სექსსიმბოლო და მარადიული მარტოხელა ჯორჯ კლუნი მორიგ სატრფოს დაშორდა. ამჯერად მსახიობის მორიგი "მსხვერპლი" იტალიელი მოდელი ელიზაბეტ კანალისი აღმოჩნდა, რომელთანაც მისი ურთიერთობა ორ წელიწადს გრძელდებოდა.
თავად კლუნი, ისევე როგორც წინათ, ახლაც იმ აზრისაა, რომ დაქორწინების დრო არ დამდგარა. გაშორებასთან დაკავშირებით, კლუნს კომენტარი არ გაუკეთებია, უბრალოდ, მიანიშნა, რომ საყვარლებს შორის რთული სიტუაცია შეიქმნა. სანამ ჟურნალისტები სიტუაციას არკვევდნენ, ცნობილი გახდა, რომ მსახიობს კანალისთან დიდი ხანია უთანხმოება აქვს. თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ წყვილი ერთად ისვენებდა აშშ-ში ჯორჯ კლუნის ვილაში.
ამასთან, მსახიობი აგრძელებდა მუშაობას და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებაში. ვენეციის კინოფესტივალზე გათვალისწინებულია ჯორჯ კლუნის ფილმის „მარტის შუა რიცხვები", საპრემიერო ჩვენება, რომელზედაც იგი მუშაობდა როგორც რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი.
ჯორჯთან ერთად ფილმში მონაწილეობენ მარის ტომეი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და სხვები.