საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი გაეროს აივ/შიდსის პროგრამის რეგიონალურ კოორდინატორს მანოელა გროზდანოვას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე პროექტებს, ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს. ასევე, აფხაზეთში აივ/შიდსის ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
წერეთელის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის შესწავლისა და რეგულაციისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ აქტივობას ენიჭება.
პროგრამის წარმომადგენლის განცხადებით, მათ მომავალი 2 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქვთ, ტექნიკური დახმარება გაუწიონ და მჭიდროდ ითანამშრომლონ საპარლამენტო ჯგუფთან.