ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილის მეშვეობით გაკონტროლდება. აღნიშნულს შრომის, ჯანმრთელებისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს.
ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა ხორციელდება საფოსტო გზავნილის მეშვეობით, შემოტანილი ან გასატანი სამკურნალო საშუალებები საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას: პირველადი შეფუთვის არარსებობისას; პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას; იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში არსებული აქტიური სუბსტანცი(ებ)ის დასახელება; ასევე სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
მსგავს რეგულაციას 2000 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება არ ითვალისწინებდა.