სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ, შესაძლოა, უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. აღნიშნულს ჟურნალისტებთან საუბრისას ბიწაძის მეუღლე, ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს.
„ჯერ კონკრეტული საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მოვახერხებთ ისეთი ქვეყნის პოვნას, სადაც ადვილი იქნება ბადრი ბიწაძის უდანაშაულობის დამტკიცება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ის და მისი ოჯახი არ აპირებს ხელისუფლებას მძევლად ჩაბარდეს.
„სწორედ ამიტომაც, არ ვიტყვი სად არის ბადრი ბიწაძე, რადგან მისი ლიკვიდაციის საკითხი ხელისუფლებაში აქტიურად განიხილებოდა", - დასძინა ბურჯანაძემ.