"თელასის" ქვესადგურში "ავლაბარი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 28 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ამირეჯიბის, ანდღულაძის, ბაბისხევის, წინანდლის, ბუშის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 29 ივნისს 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), მთისძირის, ტყვიშის, წინანდლის, ავლაბრის, აწყურის, მთავარანგელოზის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.