დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, რომლის თქმითაც პარტიებს შორის სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომზადებული შეთანხმების შემდეგ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება მომზადდება და მისი პარლამენტში ინიცირება მოხდება.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ, დეპუტატთა რაოდენობის შემცირება 150 დეპუტატამდე რეფერენდუმის გზით მოხდა.
აღნიშნულ საკითხზე მმართველი ძალა განმარტების გაკეთებას მოგვიანებით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო დოკუმენტზე ხელმოწერა დღეს, 18:00 საათზე შედგება.