დაღესტნის შს სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერორისტ-თვითმკვლელებს ამზადებენ. ეს განცხადება დაღესტნის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდურაშიდ მაგომედოვმა გააკეთა.
"გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანდუტური დაჯგუფების ლიდერები ტერორისტ-თვითმკვლელებს" ამზადებენ", _ განაცხადა მინისტრმა რუსეთის შს მინისტრთან რაშიდ ნურგალიევთან გამართული თათბირის დროს.
მისივე განცხადებით, დაღესტნის შს სამინისტრო სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მათ მოსაძებნად და გასანეიტრალიზებლად ყველაფერს აკეთებს.
მაგომედოვმა აღიარა, რომ "რესპუბლიკაში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია საფრთხე იმისა, რომ დივერსიები მოხდეს ენერგომატარებლების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, სავაჭრო და ადამიანების დასვენების ობიექტებზე ასევე სარკინიგზი მაგისტრალზე".
"შენარჩუნებულია ასევე მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოვლენილი დანაშაულის ზრდის ტენდენცია, რომელიც უკვე 18, 1 % გაიზარდა. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ზრდის ტენდენცია კი 21 % არის გაზრდილი", _ განაცხადა დაღესტნის შს მინისტრმა.