სოციალურად დაუცველი მოსწავლეები სახელმწიფოსგან წიგნებს უფასოდ მიიღებენ, რისთვისაც მთავრობა, დაახლოებით 8 მილიონ ლარს გამოყოფს.
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოსწავლეებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების შესაძენად განათლების სამინისტრო 8 მილიონ ლარს გამოყოფს.
"ჩვენ გამოვყოფთ 8 მილიონ ლარს და ეს კეთდება იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რა ფინანსური მდგომარეობა აქვს ბავშვების მშობლებს მათ განათლების მიღების და წარმატებულ ადამიანად გახდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და დასძინა, რომ სამინისტრო საჯარო სკოლებიდან სოციალურად დაუცველი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის მიღებას ელოდება, თუმცა როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გახდა ცნობილი, განათლების სამინისტრო დაახლოებით 8 ათას წიგნს შეიძენს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანალოგიური პორექტი "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროექტი" ადრეც ხორციელდებოდა, თუმცა ამიერიდან ეს პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.
როგორც შაშკინმა განაცხადა, ანალოგიური პროექტი მომავალშიც ყოველწლიურად განხორციელდება.