„სახალხო კრება" 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი სგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ადვოკატ ლია მუხაშავრიას ინიციატივას მხარს უჭერს.
" სახალხო კრება" დაინტერესებულია ობიექტური გამოძიება ჩატარდეს არა მხოლოდ 26 მაისის ირგვლივ, არამედ ჩვენ გვსურს სრულყოფილი გამოძიება 21 -26 მაისის და მისი წინა ან შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების ირგვლივ", - ნათქვამია კრების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ "სახალხო კრების" აქციის დროს განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივის ავტორი ადვოკატი ლია მუხაშავრიაა. როგორც მუხაშავრია აცხადებს, კომისიას საგამოძიებო კომპეტენციითა და უფლებამოსილებით უნდა იყოს აღჭურვილი - შეეძლოს საქმესთან დაკავშირებით პირის გამოძახება-დაკითხვა და მისთვის ნებისმიერი მასალა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამასთან, მისივე თქმით, კომისია სამოქალაქო საზოგადოების შორის კონსულტაციის საფუძველზე იურისტებით და გამორჩეული ავტორიტეტის მქონე საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტდება.