საქართველო ეუთოს ყოველწლიური უსაფრთხოების გადახედვის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, კონფერენცია ვენაში 20 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით ეუთოს წევრი ქვყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.
"კონფერენციაზე განხილული იქნება უსაფრთხოებასან დაკავშირებით სახელმწიფო ხედვის საკითხები. შესაბამისად, საქართველოს მიეცემა საშუალება თავისი ხედვა და პოზიცია წარმოადგინოს ეუთოს ფარგლებში ტრასნაციონლური საფრთხეებისა და გამოწვევების საკითხზე", - აღნიშნა კალანდაძემ.
ეუთოს კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.