მიმდინარე კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქვეყანასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 29 ივნისს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ფინეთთან გაიმართება.
"აღსანიშნავია, რომ ფინეთის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ კონსულტაციებს პირველად გავმართავთ", - აღნიშნა მან.
ამასთან, დაგეგმილია ბოლივიასა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები.