მმართველი გუნფი ოპოზიციურ „რვიანს"პარტიათა საარჩევნო კამპანიის მილიონი ლარით დაფინანსებას სთავაზობს. ამის შესახებ ხელისუფლების მიერ „რვიანისთვის" შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტშია ნათქვამი.
წინადადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5 პროცენტი), სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად 1 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის 300 000 ლარს - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზო რეკლამების ხარჯების დასაფარად.
აღსანიშნავია, რომ ამავე წინადადების თანახმად, დაფინანსება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე გავრცელდება.