საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელია ისეთი პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომლებიც სარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
"თუ რომელიმე პარტიას არ უნდა მონაწილეობა მიიღოს იმ ბორდის შექმნაში, რომელიც ამომრჩეველთა სიებს გადამოწმებს, მაშინ რა ფორმით ან რატომ უნდა დაფინანსდეს მათი საქიანობა", - აღნიშნა კუბლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დაფინანსების მსგავსი მოდელი უფრო ლოგიკურია.
მისივე თქმით, დაფინანსების ნაწილში წინადადება სწორედ რვიანის შემოთავაზება, ამიტომ გაუგებარია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომდგენლის მხრიდან მის ზნეობრიობის ფარგლებზე საუბარი.
"ეს წინადადება თავად რვიანის შემოგვთავაზა და მაშინ ჯდებოდა ზნეობრივ ფარგლებში და ახლა არა?!", - აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, კუბლაშვილს მიაჩნია, რომ პარტიები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ ლოგიკურია მათი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, მათ შორის მედიარეკლამის კუთხით.
"მუდმივად გავაქვს საუბარი იმაზე, რომ რეკლამის ფასი მაღალია და პარტიები ვერ იხდიან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ამ საკითხს დააბალანსებს. თუმცა, ეს შეხება იმ პარტიებს, რომლებიც შეთანხმებას შეუერთდებიან", - განაცხადა კუბლაშვილმა.