"ნაციონალური მოძრაობა" იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შემუშავებულ დოკუმენტს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შეუერთდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განიცხადა.
"საბოლოო დოკუმენტი მზადა და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დღეს შეთანხმებით დასრულდება. შეთანხმების ტექსტი მომზადება უკვე, რომელიც დღეს, 18:00 საათზე იქნება ხელმოწერილი. ამ დრომდე ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება შემოუერთდეს ამ შეთანხმებას და გავაგრძელოთ მუშაობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმი, მმართველი პარტიისთვის ამ დრომდე მხოლოდ "ახალი მემარჯვენეების პოზიციაა ცნობილი, თუმცა იმედი აქვს, რომ შეთანხმების დოკუმენტს სხვა პოლიტიკური ძალებიც მოაწერენ ხელს.
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, დოკუმენტი საბოლოო, რომელშიც შეჯამებულია ყველა პოზიცია, რომელიც დღემდე იყო განხილული და იგი გადასინჯვას არ დაექვემდებარება.