ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ბოლო ორ ფილმში აგენტ 007- ის როლის შემსრულებელი, ბრიტანელი მსახიობი Dდანიელ კრეიგი ‘'ოსკარის " მფლობელ ინგლისელ მსახიობ რეიჩელ ვაისზე დაქორწინდა.
41 წლის რეიჩელ ვაის და 43 წლის Dდანიელ კრეიგის ქორწინების ცერემონიალი ნიუ-იორკში დახურულ ფორმატში ჩატარდა. მსახიობთა ქორწილზე დაწვრილებითი ინფორმაცია არ ქვეყნდება.
ბრიტანელი მსახიობები 2010 წლიდან ხვდებიან, მას შემდეგ რაც ერთობლივად იმუშავეს ტრილერში "Dრეამ Hოუსე", (ოცნების სახლი) სადაც ოჯახური წყვილი განასახიერეს.
კრეიგი მეექვსე მსახიობია ვინც კინოში ჯეიმს ბონდი ითამაშა, რამაც მას ფართო აღიარება მოუტანა. პირველი ფილმი "კაზინო როლიალი" კრეიგის მონაწილეობით აგენტ 007 როლში 2006 წელს გამოვიდა. მეორე ფილმი ჯეიმს ბონდზე კრეიგის მონაწილეობით, 2008 წელს გამოვიდა. ცნობილ ჯაშუშზე შექმნილი მესამე ფილმის გაშვება, სადაც მთავარ როლს კრეიგი ითამაშებს გაქირავებაში 2012 წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი.
2011 წელს ბრიტანელი მსახიობის მონაწილეობით უნდა გამოვიდეს შვედი მწერლის სტიგ ლარსონის რომანის ‘‘გოგონა ურჩხულის ტატუთი'' ჰოლივუდური ეკრანიზაცია.
რეიჩელ ვაისი ცნობილია ფილმებით ‘მუმია", "ჩემი ბიჭი" "ერთგული მებაღე". "ერთგული მებაღეში" შესრულებული ოლისათვის მას ამერიკული კინოხელოვნების აკადემიის ჯილდო მიეკუთვნა, როგორც მეორე რიგის საუკეთესო მსახიობს.
რეიჩელს ამერიკელი რეჟისორის დარენ არონოფსკისგან, რომელმაც 2006 წელს გადაიღო ფილმში "ფანტანი" წლის ვაჟი ჰყავს. დანიელ კრეიგსაც ფიონ ლაუდონთან პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ელა ჰყავს.