რუსეთი სახელმწიფო აქტივის თავიდან მოშორებას ცდილობს და უახლოეს წლებში შესაძლოა "აეროფლოტის" პრივატიზაცია მოხდეს. რუსეთის მთავრობამ "აეროფლოტის" კონტროლი შესაძლოა კერძო სექტორს გადასცეს, ამის შესახებ განცხადება დღეს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა გააკეთა. ავიაკომპანია მალე საპრივატიზაციო ნუსხაში შევა.
"უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ყველა ძირითადი კომპანიის აქტივს დათმობს. საუბარია ფინანსურ, ნავთობ, ტელეკომუნიკაციებისა და სატრანსპორტო კომპანიებზე, რომელიც "სოვკომფორტისა" და "აეროფლოტისა" და სხვა კომპანიების გასხვისებით დაიწყება"- განაცხადა კუდრინმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით კი ზოგიერთ კომპანიაში მოსალოდნელია სახელმწიფომ საკუთარი წილი შეამციროს.