ახალი მემარჯვენეები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს თანხმდებიან, - ამის შესახებ საგანგებო განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გამართიულ პრეკსონფერენციაზე გაკეთდა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად პირველად იქნა მიღწეული არა საუკეთესო, მაგრამ სოლიდური შედეგი, რამაც შესაძლოა ერთმნიშნელოვნად უკეთეის გახადოს საარჩევნო გარემო.
"დღეს პირველად გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავამსხვრიოთ სტეროტოპი რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ე.წ. ჩიხის სინდრომი ჩამოაყალიბა. გამოუვალ ვითარებას მუდმივად ქმნიდა და ქმნის სწორედ ის სტერეოტიპი რომელის მიხედვითაც ხელისუფლება თითქის არასოდეს არაფერს დათმობს. ხოლო ოპოზიციას არ შეუძლია გონივრული კომპრომისების გზით სიარული, ის მაქსიმალისტი უნდა იყოს და ნაბიჯ ნაბიჯ ეტაპობრივად ცვლილებების განხორციელების ნაცვლად უნდა მოითხოვოს და მიიღოს ან ყველაფერი, ან არაფერი. ამ სტერეოტიპის ტყვეობაში ვართ დღემდე ყველანი. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები, სწორედ იმ მააქსიმალისტურმა მიდგომამ განაპირობა მრავალწლიანი საკმაოდ მძმე ბრძოლის უშედეგობა", - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე განმარტეით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადებებით ჩნდება შანსი "მივიღოთ მართლაც არაორდინალური გადაწყვეტილება და ეს წინადადებები რეალურად ვაქციოთ წარმატრების საფუძვლად.
"ახალი მემარჯვენეებისთვის ეს არის ის გზა, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს - ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული ცვლილებები არა რევოლუციების, პოლიტიკური რყევებისა და სამოქალაქო დაპირისპირების არამედ ცივილიზებულ კონკურენტუნარიან გარეომში ჩატარებული არჩევნების გზით. ჩვენ ახალი მემარჯვენეები ღიად ვაცხადებთ, რომ ვიღებთ ხელისუფლების წინადადებებ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ შემოთავაზებული ცვლილებები ზედმიწევნით აისახოს საარჩევნო კანონდმებლობაში. ეს არის პირველი, მაგრამ სერიოზული ნაბიჯი საარჩევნო კოდექსის კომპლექსური ცვლილებების გზით საქართველოში საზოგადოებას დაუბრუნდეს რწმენა არჩევნებისადმი და შეიქმნას პირობები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის", - განმარტა კაციტაძემ.