იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15,5 ათას ადამიანს მიღწია. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის პოლიციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სტიქიური უბედურების დროს ყველაზე მეტი ადამიანი სამ პრეფექტურაში დაიღუპა - მიაგიში - 9 275 ადამიანი, ივატეში - 4 562 და ფუკუსიმას პრეფექტურაში 1597 ადამიანი.
მიწისძვრის დროს გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა იბარაკში, ჰოკიადოში, აომორიში, იამაგატეში, კანაგაევეში და ტოკიოშიც.
ამ დროისთვის უგზო-უკლოდ დაკარგულად 7306 ადამიანი ითვლება. აქედან 4661 ადამიანი მიაგიშია დაკარგული, ივატეში 2321 ადამიანი, ხოლო ფუკუსიმაში 320 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა კი 5 386.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს იაპონიაში 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. სტიქიური უბედურების დროს იაპონიის ატომურ რეაქტორ "ფუკუსიმა-1"-ზე არაერთი ავარია დაფიქსირდა, რამაც გაციების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ატომურ რეაქტორზე რადიაციის გაჟონვა გამოვლინდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, 20 კილომეტრიანი ზონიდან მოსახლეობის ევაკუირება მოეხდინა.