ავღანეთის პროვინცია ურუზგანში ბომბის აფეთქების შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა. იგი თალიბანის ბოევიკებმა თვითმკვლელად გამოიყენეს.
გოგონას პოლიციის განყოფილებაში ბომბის მიტანა დაავალეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თალიბებმა ბავშვს ამანათი მისცეს და მას ამ ამანათის პოლიციის განყოფილებაში წაღება მოსთხოვეს.
გოგონას გარდა, აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.